QuantStudio 5 Dx პჯრ სისტემა რეალურ დროში
QuantStudio 5 Dx - პჯრ სისტემა რეალურ დროში წარმოადგენს Applied Biosystems PCR-ოჯახის აპარატების ერთ-ერთ მოწინავე აპარატს, რომელიც შექმნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის, რომელსაც ესაჭიროება მარტივი, საიმედო და ხარისხიანი პჯრ-სისტემა.
რაოდენობრივი თუ სხვა ტიპის ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი პროგრამა გვთავაზობს სენსიტიურ და აკურატულ შედეგს.
QuantStudio™ 5 Dx Real-Time პჯრ სისტემა Applied Biosystems™ - ის მიერ შექმნილია კლინიკური გამოყენებისთვის, თანამედროვე, ინტერაქტიული და მოქნილი პროგრამით.
QuantStudio™ 5 Dx - ის გამოყენებით შესაძლებელია:
დიაგნოსტიკა და კვლევა - მრავალ-რეჟიმიანი პროგრამა საშუალებას იძლევა აპარატზე ოპერირება მოვახდინოთ როგორც ახალი ტესტის შესაქმნელად (DEV)*, ასევე in vitro სადიაგნოსტიკო რეჟიმში;
- გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა - მოიცავს საკონტროლო და ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციებს, რაც შეესაბამება თანამედროვე რეგულაციებს;
- პროგრამა თითოეული ეტაპის თანმიმდევრული განხორციელების ოპტიმიზაციისთვის - ექსპერიმენტის შექმნა, გაშვება, კონტროლი და ანალიზი - ერთ მარტივ სისტემაში;
- IVD - ტესტ მენიუ - IVD - რეჟიმი მხოლოდ ავტორიზებული IVD ტესტების ჩატარების საშუალებას გვაძლევს, რაც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ არაავტორიზებული პროდუქციის გამოყენება და მასთან დაკავშირებული გართულებები.